აჭარის უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა

04 ივლისი 2020, 17:15 400 ნახვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“. „უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძის, მერაბ კარანაძის, დავით ბაციკაძის, ილია ვერძაძის, ირაკლი ჭეიშვილის, ნინო ჩხეტიას, ნუგზარ სურმანიძის, ვახტანგ წულაძის, ცოტნე ანანიძის, გიორგი მანველიძის, ვლადიმერ მგალობლიშვილის, დავით თედორაძის, ხვიჩა შარაშიძის, გიორგი რომანაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარადგინა.

კომიტეტმა კანონის პროექტი მეორე მოსმენისას გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის მომზადებულად მიიჩნია. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს სხდომაზე დავით გაბაიძის მიერ წარმოდგენილ კიდევ ერთ საკითხს, უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს – „საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე, რომლის ინიციატორები უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე და ნინო ჩხეტია არიან.

პროექტის თანახმად, შესაბამისი მოხსენებებით სწორედ ისინი წარსდგებიან საქართველოს პარლამენტში. კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია 2020 წლის საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების უმაღლესი საბჭოს ფრაქციების მიერ გამოყენების შესახებ, რომელიც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში