დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

04 ივლისი 2020, 14:43 1336 ნახვა

გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, კორონავირუსით დაინფიცირდა  ქიმბერლი გილფოილი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო შტაბში მუშაობს.

ქიმბერლი​მ კორონავირუსზე ტესტი რიშმორის მემორიალთან აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე გაიკეთა. ანალიზმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ამასთან, გაზეთის ანონიმური წყაროები ამტკიცებენ, რომ გილფოილს დონალდ ტრამპთან კონტაქტი არ ჰქონია

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, გილფოილი მესამე ადამიანია დონალდ ტრამპის ახლო წრიდან, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი