თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისი განხორციელდა

04 ივლისი 2020, 12:17 1566 ნახვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისი განხორციელდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-ბერლინი-ბათუმის რეისს 175 მგზავრი, მათ შორის 5 არასრულწლოვანი გაყვა, საქართველოში კი ავიარეისის მეშვეობით 180 მგზავრი ჩამოვიდა.

„ინფორმაცია როგორც ბერლინის, ასევე სხვა კომერციული ჩარტერული რეისების შესახებ, რომელთა განხორციელებაც შეთანხმებულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, განთავსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდებზე. ნებისმიერი ცვლილება კომერციული ჩარტერების გრაფიკში ოპერატიულად აისახება ზემოთ ხსენებულ საიტებზე, რაც მგზავრებს საჰაერო გზით გადაადგილების დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს.სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თავის ქმედებებში ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომლის მიზანსაც პანდემიის გავრცელების პრევენცია და ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნება წარმოადგენს. მორიგი ჩარტერული რეისების, მათ შორის მთავრობის მხარდაჭერით დაგეგმილი სპეციალური რეისების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემისთანავე გახდება ცნობილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი