საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის პირველი მატჩი გაიმართა. ბათუმის "დინამომ" შინ ჯონი ბაკურიძის სახელობის საფეხბურთო ბაზაზე თბილისის "საბურთალო" მიიღო და შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.
პირველი ნახევარი უგოლო ფრედ დასრულდა. 61-ე წუთზე ანგარიში დედაქალაქელებმა გახსნეს, გოლი ნონიკაშვილმა გაიტანა. 4 წუთში ბათუმის "დინამომ" ანგარიში გაათანაბრა. საგოლე გადაცემა მანჯგალაძემ მიითვალა ,ხოლო გოლი ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა.73-ე წუთზე მაჭარაშვილმა გაფრინდაშვილი წააქცია.
"საბურთალოს" მოედანზე კაცნალული დარჩა და თერთმეტმეტრიანიც დაინშინა ,თუმცა ფლამარიონმს ლაზარე კუპატაძემ აჯობა და საბოლოოდ მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. 4 ტურის შემდეგ ბათუმის "დინამოს" 4 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება ,ხოლო "საბურთალო" 5 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
შემდეგ შეხვედრას გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი 9 ივლისს თბილისში " ლოკომოტივის" წინააღმდეგ გამართავს.