კონგრესმენის მორიგი კრიტიკა ქართულ ოცნებას

02 ივლისი 2020, 20:06 1293 ნახვა

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი - ასე აფასებს საპარლამენტო ოპოზიცია, ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის სტატიას. მაკვეინ მალინმა, საავტორო წერილში ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მას პუტინის მოკავშირე უწოდა.

ამერიკელი კონგრესმენი საარჩევნო რეფორმისა და მართლმსაჯულების სისტემის პრობლემებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმება ხელისუფლებამ არ შეასრულა.

საპასუხოდ მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მაკვეინ მალინის სტატია, ვიწრო პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებს ემსახურება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი