საზღვრის გახსნისთვის საჭიროა ქვეყნები სწორად შევარჩიოთ - ივანე მაჭავარიანი

02 ივლისი 2020, 12:49 1369 ნახვა

ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საზღვრის გასახსნელად აუცილებელია ქვეყნები და უსაფრთხოების წესები სწორად შეირჩეს. 

50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს პრაქტიკულად არის ზღვაში წვეთი ჩვენი ეკონომიკისთვის, მათი 1 პროცენტი რომ მაინც დაინფიცირდეს, ამან საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს, - თქვა ბრიფინგზე ივანე მაჭავარიანმა. 

მინისტრი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე მაინც და მაინც ვერ ბალანსდება.

''მერე რომც შეზღუდვები არ დავაწესოთ, გავრცელების პირობებში ადამიანები თვითშეზღუდვით არიან დაკავებულები, ეკონომიკური აქტივობა ვარდება, ამიტომ რამდენადაც პარადოქსული არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე მაინც და მაინც ვერ ბალანსდება.

ნიშნავს ეს იმას თუ არა, რომ ჩვენ საზღვარს არ გავხსნით არავისთან? არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ სიფრთხილით მოვეკიდებით და შევეცდებით, ან ის ქვეყნები შეირჩეს სწორად, ან ის წესი მიმოსვლის ისეთნაირად დადგინდეს, რომ პირველ რიგში ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და მეორე რიგში რასაკვირველია ხელი შევუწყოთ მიმოსვლას”, - განაცხადა მაჭავარიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი