პროფესიულ სასწავლებელში მიღებული სტუდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახური გადავადდება - პრემიერი

02 ივლისი 2020, 11:42 1810 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით,სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებით, პროფესიულ სასწავლებელში მიღებული სტუდენტებისთვის ჯარში გაწვევა ერთჯერადად გადავადდება. 

„სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებებს გამოიტანს დღეს განათლების სამინისტრო, რომლის ძირითადი მიზანი და პრინციპი გახლავთ პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახურის გადავადება. ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების  განვითარებას ქვეყანაში და ასევე არ შეუშლის ხელს გაწვევის პროცესს. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი გადავადება. 

მოგეხსენებათ, რომ პროფესიულ განათლებაში კურსები არის ან 12 ან 24- თვიანი და რაც მთავარია პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდები მიდიან 15 წლიდან. ასე რომ, ეს ვერ გახდება სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების ინსტრუმენტი, რამეთუ ეს იქნება ერთჯერადი გადავადება და ჩვენს ახალგაზრდებსაც მივცემთ შესაძლებლობას შეიძინონ პროფესია,“ - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი