კომერციული მოსყიდვის ფაქტზე უცხოური საწარმოს თანამშრომელი დააკავეს - სუსი

02 ივლისი 2020, 10:09 1276 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე უცხოური საწარმოს მსსსაფეჯის მუდმივი დაწესებულების“ თანამშრომელი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი ზედამხედველობას უწევდა, ფოთში, შპს “TAHAL GROUP B.V.“-ისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ საკანალიზაციო ქსელის მშენებლობის პროცესს. გაჭიანურებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის არ გახმოვანების სანაცვლოდ ის თანხას იღებდა. 

''იმ მოტივით, რომ საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელს, ინფრასტრურქტურულ პროექტში ჩართული კომპანიის შპს ,,პოზიტივ ფაილის“ მფლობელისათვის პრობლემები არ შეექმნა, გაჭიანურებული სამუშაოების შესახებ დამკვეთისთვის არ ეცნობებინა და სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას გამოვლენილ უზუსტობებზე რეაგირება არ მოეხდინა, შპს-ს ხელმძღვანელს 2018 წლიდან დღემდე ეტაპობრივად მოსთხოვა და გამოართვა 44 000 ლარი'' - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 23 მაისს დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი