თემურ კახიძე პარტია “ქართული ოცნებიდან" გარიცხეს

01 ივლისი 2020, 10:22 3750 ნახვა

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე გარიცხულია პარტია “ქართული ოცნებიდან" - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

''შესაბამისად გარიცხულია საკრებულოს უმრავლესობიდანაც, მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის, მათ შორის მერკანტილურ პოლიტიკურ გარიგებებში მონაწილეობის საფუძვლით'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში