გიგი უგულავას ბრიფინგი

30 ივნისი 2020, 11:18 1104 ნახვა

"საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციებში  „ევროპული საქართველო“ მონაწილეობს, თუმცა „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვან შენიშვნებს არ ითვალისწინებს“  -  ამის შესახებ პარტიის გენმდივანმა ბათუმის ოფისში ბრიფინგზე ისაუბრა.

გიგი უგულავა ამბობს, რომ  ქართული ოცნება არასწორად აყენებს ისეთ თემებს, როგორიც არის საარჩევნო უბანზე კოორდინატორების მობილიზების დარეგულირება, საარჩევნო უბნების გაყოფა და პანდემიის პრევენციის მიზნით რეკომენდაციების საკითხის განხილვა. დაუჭერს თუ არა „ევროპული საქართველო“ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარს, პარტიის გენმდივნის განცხადებით, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ სახეს მიიღებს დოკუმენტის საბოლოო ვერსია.  

პარტიი ს ლიდერმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და არ გამორიცხა რომ რეგიონის მასშტაბით პარტიის რიგებში  ტარიელ ნაკაიძეც იყოს.  ახალი წევრები შესახებ ის ხვალ გააკეთებს განცხადებას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი