აჭარის მთავრობა სეტყვის შედეგად დაზარალებულ 900-ზე მეტ ოჯახს დაეხმარება-თორნიკე რიჟვაძე

30 ივნისი 2020, 11:46 1593 ნახვა

აჭარის მთავრობა მაღალმთიან აჭარაში სეტყვის შედეგად დაზარალებულ 900-ზე მეტ ოჯახს დაეხმარება. ამის შესახებ დღეს თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"გასულ კვირას ძალიან ოპერატიულად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და შესაბამისმა თვითმმართველობებმა კომისიური წესით მაღალმთიან აჭარაში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის აღწერა მოახდინეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 900-ზე მეტ ოჯახს ფერმერს, მიეცეს ის კომპენსაცია და მათ აუნაზღაურდებათ ის ზარალი, რომელიც მიადგათ.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ წელს ბიუჯეტში კორექტირებისას გავითვალისწინებთ მეციტრუსეების პრობლემებს და გათვალისწინებული იქნება შესაბამისი სუბსიდირების საბიუჯეტო მუხლი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ნარინჯისფერი რთველი წარმატებით ჩავატაროთ წელსაც"-განაცხად თორნიკე რიჟვაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი