“მეზღვაური საკვანძო პროფესიაა” - შეხვედრა მეზღვაურებთან

29 ივნისი 2020, 18:21 1469 ნახვა

“მეზღვაური საკვანძო პროფესიაა“ - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ამ სახელწოდების კამპანიას საქართველოც შეუერთდა. მეზღვაურთა მიღწევებსა და გამოწვევებზე დღეს ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრეს. პროფესიული დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  პანდემიის პირობებში გემებზე ეკიპაჟის როტაციის კუთხით ქართული მხარე აქტიურად მუშაობდა. მთავრობის წევრების განცხადებით, განსაკუთრებულია მეზღვაურთა როლი კრიზისის დროს საერთაშორისო გადაზიდვების კუთხითაც. “შავი ზღვა მომავალია ამ ქვეყნის, მეზღვაურობა კი მომავლის პროფესია“ _ ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ნავსადგურში შეკრებილ მეზღვაურებს. საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცათ შორეული ნაოსნობის კაპიტნებს. გემების საყვირების ფონზე კი ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს, რითაც პატივი მიაგეს დაღუპულ მეზღვაურთა ხსოვნას.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი