თქვენ ხართ ჩვენი სახე, ძლიერი, მამაცი და პროფესიონალური სახე - ნათია თურნავა მეზღვაურებს

29 ივნისი 2020, 14:40 1302 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ქართველ მეზღვაურებს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მიულოცა. ნათია თურნავას განცხადებით აშშ-ს მთავრობის დახმარებით ისინი მუშაობენ პორტებში ერთი ფანჯრის პრინციპის დასანერგად.

"მეზღვაურის პროფესია ამ რთულ პერიოდში გამოცხადდა საკვანძო პროფესიად. ყველაზე ადრე თქვენ დანერგეთ უსაფრთხოების წესები, რამაც არა მარტო უსაფრთხო დანიშნულების ადგილად აქცია საქართველო ტურისტულად, არამედ ჩვენ ვართ მეზღვაურებისთვის უსაფრთხო ჰაბი. არც ერთი დღე არ გაჩერებულა ჩვენი პორტების მუშაობა. 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და ამან შედარებით უფრო უმტკივნეულოდ გადაგვატანინა ეს დღეები.  ჩართულები ვართ რეპატრიაციის და როტაციის პროცესში. თქვენ ხართ ჩვენი სახე. ძალიან ძლიერი, ძალიან მამაცი და პროფესიონალური სახე. ამიტომ ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ყველა ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებას, იგივე ასოცირების ხელშეკრულებასთან მიმართებაში და ამით ძალიან ამაყები და წელგამართულები ვართ.

აშშ-ს მთავრობა გვეხმარება ამაში და გვიფინანსებს ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაში, რომ რეალურ შავი ზღვის კარიბჭედ გარდავიქმნათ. ყველაფრისთვის მადლობა თქვენ. ჩვენ თქვენს გვერდში გვიგულეთ ყოველთვის"-განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი