ტურისტული პოტენციალის კვლევისას აჭარაში ჩანჩქერები გაზომეს

27 ივნისი 2020, 14:58 1763 ნახვა

მახუნცეთის, მეძიბნას, წონიარისისა და მერისის ჩანჩქერები იმ 15-მდე ჩანჩქერს შორისაა, რომელთა შესწავლა-გაზომვაც ქედისა და ხელვაჩაურის ტურისტული პოტენციალის კვლევისას განხორციელდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კვლევის პროცესში 40-მდე სოფლის ტურისტული შესაძლებლობა შეისწავლა, რომლის დროსაც ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის ნაკლებად ცნობილი სალაშქრო ბილიკები, ჩანჩქერები თუ ტურისტული ღირსშესანიშნაობები გამოიკვლიეს.

ორთვიანი კვლევისას მუნიციპალიტეტებში აგროტურიზმის, კულტურული ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, კანიონის განვითარებისთვის საჭირო ტურისტული შესაძლებლობები გამოიკვეთა, რომლის საფუძველზეც სააგენტო ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირებასა და მარშრუტის რუკების მომზადებას გეგმავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი