დასრულდა საპროტესტო აქცია ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე. მოქალაქეებს გზის რეაბილიტაციის დაწყების მოთხოვნით დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში რიყეთის თემში ცენტრალური გზა გადაკეტილი ქონდათ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციას მოითხოვდნენ. გამაფრთხილებელ აქციაზე რიყეთისა და დანისპარაულის მოსახლეობასთან ერთად იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც.
გზის გახსნა სამართალდამცავებმა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა აქციის მონაწილეებმა გზა მანამდე არ გახსნეს ვიდრე მათთან მერი არ მივიდა. ვახტანგ ბერიძის განმარტებით მოქალაქეებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ, მისივე ინფორმაციით, გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია, მეორე ნაწილი კი აგვისტოში დაიწყება.