უფასო სამედიცინო აქციები გრძელდება. ხვალ და ზეგ გამოკვლევები ოთხ მუნიციპალიტეტში ჩატარდება. 23 აპრილს სამედიცინო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარის აღმართში, ქედაში სოფელ ოქტომბერში და შუახევში სოფელ ჭვანაში გაიმართება. კვირას კი გამოკვლევები ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემში ჩატარდება. სამედიცინო აქციები 12:00 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება.