საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის სამ ვაკანტურ ადგილზე სპეციალური კომისიის მიერ წარდგენილი 8 კანდიდატიდან დეპუტატებმა 4 შეარჩიეს. საპარლამენტო უმრავლესობამ არჩევანი პედაგოგ გია მურღულიაზე გააკეთა. ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები კი დოდო შონავას, ზაზა აბაშიძეს და ბონდო მძინარაშვილს წარადგენენ.
თითოეულ კანდიდატს კენჭისყრაში წარსადგენად დეპუტატების 14 -კაციანი მხარდაჭერა სჭირდებოდათ.
სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დარეგისტრირებული იყო “აჭარის ტელევიზიის” ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძეც, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატების ნაწილი წარადგენდა. თუმცა, მას 1 დეპუტატის თანხმობა დააკლდა.