ეროვნული ლიგა 25 ივნისს განახლდება

24 ივნისი 2020, 18:31 1894 ნახვა

პანდემიის შედეგად სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგა 25 ივნისს, ორი შეხვედრით ბრუნდება.

პირველ შეხვედრაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „საბურთალო“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება. ხოლო მეორე შეხვედრა ბათუმში გაიმართება. დინამო ბათუმი თელავს უმასპინძლებს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ექვსი ქალაქის რვა სტადიონი ეროვნული ჩემპიონატის განახლებულ სეზონს უმასპინძლებს.

სტადიონებზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად იქნება დაცული.  სტადიონებს, სადაც ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრები გაიმართება, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა.

მამია ჩხარტიშვილი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში