საპროტესტო პოლიტიკური ხასიათის ბანერის განთავსება - საკონსტიტუციო სარჩელი

24 ივნისი 2020, 13:24 1200 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლო გამწესრიგებელ სხდომაზე განიხილავს სარჩელს, რომლის მიხედვითაც გასაჩივრებულია  დედაქალაქში კერძო საკუთრებაზე  საპროტესტო პოლიტიკური ხასიათის ბანერის განთავსების შესახებ არსებული ნორმები. გასაჩივრებული ნორმის  მიხედვით, მსგავსი ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად  ითვლება და ითვალისწინებს ჯარიმას.

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება და მიიჩნევს, რომ სასამართლომ გასაჩივრებული ნორმები   არსებითად განხილვის გარეშე უნდა სცნოს არაკონსტიტუციურად.

სარჩელის ავტორი  ამას იმ გარემოებით ხსნის, რომ  იდენტური შინაარსის შემცველი ნორმა ერთი წლის წინ სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, თუმცა ეს არ გავრცელდა დედაქალაქზე. საკონსტიტუციო  სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად არის სადაო ნორმა  იდენტური შინაარსის შემცველი  გადაწყვეყილებისა,   რომელიც ერთი წლის წინ არაკონსტიტუციურად გამოცხადდა. საკონსტიტუციო სარჩელს მეორე კოლეგია განიხილავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი