ხანძარი იყო ხულოს ერთ-ერთ იალაღზე. დიდაჭარას მთაში სანდრო ხოზრევანიძის სახლს ცეცხლი დღეს დილით გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საზაფხულო სახლში მხოლოდ მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი შეშის ღუმელი გახდა. მეზობლების დახმარებით ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.
შსს-მ გამოძიება 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
ფოტო: არქივი