სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქსელური სუპერმარკეტი ,, იალჩინი’’ დააჯარიმა. ინსპექტორებმა ქსელში, ვადაგასული სურსათის განთავსების, ტემპერატურული რეჟიმისა და ეტიკეტირების დარღვევის ფაქტები აღმოაჩინეს. უწყებაში განაცხადეს, რომ სურსათის სარეალიზაციო კონტროლი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.’მთავარის’’ გადამღებმა ჯგუფმა მარკეტის მენეჯერთან გასაუბრება სცადა, თუმცა სატელევიზიო კომენტარზე უარი მივიღეთ.
პირად საუბრებში კი ირწმუნებიან, რომ ვადაგასული სურსათი სააგენტოს არ ამოუღია. განმარტეს, რომ დარღვევები დაფიქსირდა ტემპერატურის რეჟიმთან დაკავშირებით, რის გამო რამდენიმე მაცივარი ამ ეტაპისთვის დახურული აქვთ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წელს 1500-მდე საკონტროლო მოქმედება განახორციელეს და 140 სამართალდარღვევა დაფიქსირდა.