ოქრუაშვილმა სამართალდამცავების კითხვებს უპასუხა

03 ოქტომბერი 2016, 00:00 4372 ნახვა

გორში ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ მოხდა. გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს-მინისტრს ცეცხლი ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს გაუხსნეს. დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. პოლიტიკურ წრეებში გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ, სამართალდამცავების კითხვებს უკვე უპასუხა ირაკლი ოქრუაშვილმა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი