საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი. კომიტეტის სხდომას "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციების წევრები არ ესწრებოდნენ. საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენა პარლამენტში ხვალ პლენალურ სხდომაზე იგეგმება. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ კანონპროექტი ყველა პროექტით მასიურ მხარდაჭერას მიიღებს, ნათია კოპალიანი განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში.