მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებისთვის ემზადება. მანამდე კი ამ წუთებში კანონპროექტში დეტალები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ზუსტდება. ხვალ პლენალური სხდომაა ჩანიშნული.
სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ პირველი მოსმენის მსგავსად, დანარჩენი მოსმენებიც წარმატებით ჩაივლის და ამისთვის ოპოზიციის ხმები არც დასჭირდებათ.