ე.წ კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ბელარუსში გადაყვანასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა ინფორმაციას არ ფლობს. უწყების ინფორმაციით პროკურატურამ ექსტრადირების თაობაზე თურქეთის იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობით მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
ლავასოღლის ბელარუსში ექსტრადირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა „პრაიმკრაიმი“. უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე აცხადებს, რომ მინდია ლავასოღლი მინსკის საემიგრაციო სამსახურს ჰყავს დაკავებული და სავარაუდოდ ხვალ გაირკვევა შეძლებენ თუ არა მის ექსტრადირებას საქართველოში. საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით მოშიმშილე 15-მა მოქალაქემ კი შიმშილობა შეწყვიტა.
უფლებადამცველის განცხადებით, აქციის მონაწილეების მოთხოვნა ნაწილობრივ შესრულდა და მინდია გორაძე თურქეთის საპატიმროდან ბელარუსში გადაიყვანეს.ე.წ კანონიერი ქურდის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ თურქეთის ციხეში მინდია გორაძე არასათანადო პირობებში იმყოფებოდა. გაგრძელდება თუ არა აქციები, იმაზეა დამოკიდებული მოხდება თუ არა ლავასოღლის ექსტრადირება საქართველოში.