საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ

21 ივნისი 2020, 11:08 1458 ნახვა

პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე, 1 საათში საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის. ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა 120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც.

კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ „ევროპული საქართველოს" წევრები.პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობის მზადყოფნა მათ გუშინ გამოთქვეს იმ პირობით, თუ ხელისუფლება საპატიმროდან გიორგი რურუას გაათავისუფლებს და შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას.

ამ ეტაპისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დაფიქსირებული აქვთ: საპარლამენტო უმრავლესობას, ფრაქცია "დამოუკიდებელ დეპუტატებს", ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსსა" და უფრაქციო დეპუტატთა ნაწილს. "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი