ომბუდსმენი სამართალდამცავებს მოუწოდებს

02 ოქტომბერი 2016, 00:00 3321 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში მომხდარი ძალადობის შემთხვევას ეხმაურება. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატის სამეგრელო-ზემოს სვანეთის სამმართველოს წარმომადგენელი ინფორმაციის გავრცელებისთანავე შეხვდა სოფელ დიდინეძში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულ პირებს. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. ადეკვატური რეაგირების გარეშე არ დატოვონ ძალადობის არც ერთი გამოვლინება. "მომხდარი ძალადობის გამოვლენის ერთ-ერთი მიზეზი მანამდე არსებულ ძალადობაზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირებაც შეიძლება იყოს. მსგავსი შემთხვევების სწრაფი გამოძიება, დამნაშავეების გამოვლენა და კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრება იმავდროულად წარმოადგენს პრევენციულ ღონისძიებას მომავალში ძალადობის თავიდან ასარიდებლად",-აღნიშნულია ომბუდსმენის დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში