საია: 20-21 ივნისის ღამეს 275-მა პირმა სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო

19 ივნისი 2020, 14:13 1117 ნახვა

იმის მიუხედავად, რომ 20-21 ივნისის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღემდე მოვლენების სისტემური ანალიზი არ გაუკეთებია - აცხადებენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

როგორც მათ განმარტეს, ამ დროისთვის არც ერთი სამართალდამცავი არ არის დასჯილი და სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ 3 პოლიციელის მიმართ მიმდინარეობს.  

ამის გარდა, შესაბამის უწყებებს არ გაუტარებიათ ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც მსგავსი შემთხვევების პრევენციას შეუწყობდა ხელს. ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისის ღამეს 275-მა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი