პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება

19 ივნისი 2020, 12:01 1355 ნახვა

საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტს დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი.

მათი განცხადებით, ვიდრე მმართველი გუნდი გიორგი რურუას პატიმრობიდან არ გაათავისუფლებს, ისინი არც განხილვებსა და არც კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ამჯერადაც ჩავარდება, პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" დაეკისრება.

თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციური კანონის პროექტის შესაძლო ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" თითოეული დეპუტატი კანონპროექტს მხარს უჭერს.

 

(ფოტო:არქივი)

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი