6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ანგარიშის მოსმენა. რეალობასთან შეუსაბამო და სამომავლო გეგმებზე ორიენტირებული - ასეთი შეფასება აქვთ ოპოზიციაში.
საპასუხოდ ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა, რომ რეგიონში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა, ხოლო ეპიდემიის გამო დაზარალებულ მოსახლეობას სოციალური პაკეტების საშუალებით ეხმარებიან.