სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ გიორგი გაბუნიას არანაირი საფრთხე არ დაემუქროს - პრემიერი

18 ივნისი 2020, 14:06 1169 ნახვა

გიორგი გახარიამ დღეს სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოს სამართადამცავმა სისტემამ აღკვეთა კონკრეტული დანაშაული.

მისივე განმარტებით, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს.

"რამდენიმე რამეა აქ მნიშვნელოვანი. პირველი, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ აღკვეთა კონკრეტული დანაშაული. ეს ფაქტია. მეორე, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს. ეს მათი პასუხისმგებლობაა და ეს ყველაფერთან ერთად არის ჩვენი დემოკრატიისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მაჩვენებელი უნდა გახდეს.

კონკრეტულმა უწყებამ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ უსწრაფეს ვადებში უნდა გამოიძიოს ეს ყველაფერი და საზოგადოებას მისცეს აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებმა არც ქვეყნის გარეთ და არც შიგნით არ მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი