გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა თუ დაუდევრობა?

17 ივნისი 2020, 20:09 2016 ნახვა

რატომ გაიზარდა ბოლო წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა? მოსახლეობა გახშირებულ ავარიებს არასწორად განთავსებულ საგზაო ნიშნებსა და არასათანადო კონტროლს უკავშირებს. ამსთანავე, გადაჭარბებულ სიჩქარეს და ქვეითების არასწორ მოძრაობას . საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე საუბრობს, რომ  ქვეყანას დღემდე არ გააჩნია საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიული  დოკუმენტი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვს შეამცირებს. საქართველომ ასევე არ გაითვალისწინა მსოფლიო ბანკის ექსპერტთა რეკომენდაციები, რომელშიც საგზაო უსაფრთხოების მოწესრიგებისთვის შესაბამისი სტრუქტურის შექმნაა მოთხოვნილი.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში