მურმან დუმბაძე ''ქართულ ოცნებას'' წინასაარჩევნოდ ძალადობრივი მეთოდების ამოქმედებაში ადანაშაულებს

17 ივნისი 2020, 11:14 432 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიცია ‘’ძალა ერთობაშია’’ ხელისუფლებას მოუწოდებს წინასაარჩევნოდ უარი თქვას ხმების მობილიზებისთვის ძალადობრივი მეთოდების გამოყენებაზე.

მურმან დუმბაძე დაკავებული მოქალაქის რეზო წულუკიძის ძმის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მას პოლიციის განყოფილებაში გამართულ შეხვედრაზე არჩევნებზე დახმარებას  მთავრობის თავმჯდომარის მამა სთხოვდა, შეხვედრას კი პოლიციის უფროსიც ესწრებოდა, მისი ოჯახის წევრი კი უარის შემდეგ დააკავეს.

მურმან დუმბაძე ფაქტის გამოძიებას ითხოვს  და აცხადებს,  რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და დავით დუმბაძე ძალადობრივ მეთოდებს წინა ხელისუფლების დროსაც იყენებდა, ამის მაგალითად ოპოზიციის წევრი 2011 წელს აჭარის ტელევიზიის წინ აქციაზე დაკავებებს ასახელებს, მისივე ინფორმაციით, მას საკითხზე საუბარი ადრე ბიძინა ივანიშვილთანაც ჰქონდა. ქართულ ოცნებაში მსგავს განცხადებებს შეთქმულების თეორიებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას უწოდებენ.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში