ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული. ყველა შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმე მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ და საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ, თუ რა დანაშაული აღიკვეთა.