კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია. თავდადებულის ქუჩის #35-ში ორსართულიან შენობაზე უკვე დასრულდა სახურავის მონტაჟი, შეიცვალა შენობის საძირკვლის ნაწილი და კარ-ფანჯრები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის შუშაბანდს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 765 ათას 296 ლარია და აგვისტოში დასრულდება.