პლენარულ სხდომაზე გადაწყდება შეუწყდებათ თუ არა უფლებამოსილება აჭარის უმაღლესი საბჭოს 6 დეპუტატს 

13 აპრილი 2021, 12:40 6614 ნახვა

შეუწყდებათ თუ არა უფლებამოსილება აჭარის უმაღლესი საბჭოს 6 დეპუტატს, რომლებიც უმაღლეს საბჭოში „გაერთიანებული ოპოზიციის“ პროპორციული სიით მოხვდნენ,  პლენარულ სხდომაზე გადაწყდება.

დღეს, საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საკითხის განხილვა კომისიებში დასრულებულია და მისი განხილვა პლენარული სხდომის ფორმატში მოხდება.

დავით გაბაიძის განცხადებით, პირველივე პლენარულ სხდომაზე ეს საკითხი დადგება კენჭისყრაზე და გადაწყდება შეუწყდებათ თუ არა ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება.

მისივე თქმით, უმრავლესობას არ ქონია მსჯელობა თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

"კენჭისყრის წინა დღეს გვექნება უმრავლესობის  შეხვედრა და იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას,  ეს იქნება თავისუფალი კენჭისყრა და ყველა მისი შეხედულებისამებრ მიიღებს გადაწყვეტილებას, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომლის დროსაც ჩვენ ანგარიშს გავუწევთ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს"-განაცხადა დავით გაბაიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში