საჩვენებელი სწავლება ვაზიანში

15 ივნისი 2020, 18:25 1281 ნახვა

ნატოს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიის გადასროლისწინა წვრთნას ვაზიანში საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ამერიკის ელჩი დაესწრნენ. წვრთნა, ამერიკელ სამხედროებთან ერთად, წელს პირველად გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩატარდა. დღემდე, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო მისიისთვის მზადების ბოლო ეტაპს გერმანიაში გადიოდნენ.

სტუმრებს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მისიისთვის მომზადების დეტალები გააცნეს, რის შემდეგაც სპეციალურად მათთვის საჩვენებელი სწავლება გაიმართა, რომელიც კორდონისა და ჩხრეკის ოპერაციას მოიცავდა. დასკვნით წვრთნებში, რომელიც 4 თვიანი ინტენსიური მომზადების ბოლო კომპონენტია, მონაწილეობა დაახლოებით 600-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი