ბათუმში ცენტრალური ქუჩები ცალმხრივი ხდება

15 ივნისი 2020, 18:11 6799 ნახვა

საგზაო მოძრაობის განსატვირთად სექტემბრიდან ბათუმის რამდენიმე  ცენტრალური ქუჩა ცალმხრივი გახდება. სატრანსპორტო ცვლილების კიდევ ერთი მიზეზი ბასლაინებისთვის აუცილებელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა. ცალმხრივი ხდება გორგილაძიდან  ყველა პარალელური ქუჩა პუშკინის ჩათვლით. თუმცა მძღოლებისა და მგზავრების ნაწილი ახალ სატრანსპორტო სქემას უკვე იწუნებს. ფიქრობენ, რომ ცვლილება სატრანსპორტო მოძრაობას მაინც ვერ განტვირთავს. მგზავრები ასევე ამბობენ, რომ მათთვის დანიშნულების ადგილამდე მისვლა ახალი გადაწყვეტილებით რთულდება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში