სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დღეიდან იხსნება

15 ივნისი 2020, 12:13 1144 ნახვა

​ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნება - ამის შესახებ ​პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა ბრიფინგზე განაცხადა. ნათია მეზვრიშვილმა დღეს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართა დაიცვან რეკომენდაციები. 

"ვირუსი არსად წასულა. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ, რომ გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე და შესაძლებლობები, რომლებიც სახელმწიფომ მოგვცა, მხოლოდ კრიტიკულად აუცილებელ სიტუაციებში გამოვიყენოთ," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა, 15 მაისიდან იზოლაციაში იყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი