ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტვ პირველი დატოვეს. ტელეარხი მათთან ერთად დატოვეს პოლიტმეტრის პროდიუსერებმა და ჟურნალისტებმა. ვახო სანაიამ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ამოწურულია არხთან თანამშრომლობის რესურსი და წამყვანების განმარტებით, წასვლის მიზეზი არხის განვითარების პროცესია, სადაც მათი ხედვები არხის მენეჯმენტის ხედვას არ ემთხვევა.
ამ წასვლას არ ახლავს პერსონალური საკითხები, თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა. წამყვანებმა ასევე აღნიშნეს, რომ მაყურებელი “პოლიტმეტრს” აუცილებლად იპოვის თუმცა სხვა სივრცეში,სად? ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. წამყვანები არხზე 5 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.