ალექსანდრე მილორავა შიმშილობას წყვეტს

12 ივნისი 2020, 12:01 3910 ნახვა

''მე მიყვარს ბათუმის'' წევრმა ალექსანდრე მილორავამ შიმშილობა შეწყვიტა - ამის შესახებ განცხადება მან მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გააკეთა. მოგვიანებით კი მისმა თანამოაზრეებმა ტელევიზიის შენობის წინ გაშლილი კარავი დაშალეს.

''დღეს უკვე შიმშილობის მეთხუთმეტე დღეა, მოგეხსენებათ, რომ უმაღლეს საბჭოში დაიძრა საკითხი ბორდის დათხოვნასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა დეპუტატებთან. ამის პარალელურად თამარ წილოსანი არ მოვიდა ჩემთან, არ განაცხადა თუ რა ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს მისთვის და ვერ დადო ვერცერთი არგუმენტი, რატომ უშლის ჩემი პროტესტი ხელს, რომ დააყენოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი.

გამომდინარე იქედან, რომ ჩემთვის უმნიშვნელოვანესია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში შეწყდეს პოლიტიკური პროცესები და დასრულდეს ხელისუფლების მიერ კონტროლი. ვწყვეტ შიმშილობას და ვაძლევ ბორდს იმოქმედოს თავისუფლად, მიიღოს ლეგიტიმური გადაწყვეტილება და ბატონი კოხრეიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება უმაღლეს საბჭოში და ბრძოლაც გაგრძელდება იქ'' - განაცხადა ალექსანდრე მილორავამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი