პირველი ივლისიდან პენსიები გაიზრდება - გიორგი გახარია

11 ივნისი 2020, 11:46 7039 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარამეტრები საშუალებას იძლევა, წლის დასაწყისში დაანონსებული პენსიების ზრდის გეგმა განხორციელდეს. გიორგი გახარიას განმარტებით, პირველი ივლისიდან, 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს პენსია 30 ლარით გაეზრდებათ, მაღალმთიანეთში მცხოვრები პირები კი 300 ლარს მიიღებენ. 

''მინდა შევეხო 2020 წლის ანტიკრიზისულ ბიუჯეტს, რომელზეც ყველა ეკონომიკურმა უწყებამ სისტემურად იმუშავა. ეს არის მართლაც სერიოზული ნაშრომი, რომელში გადაზღვეულია, როგორც ქვეყანაში შესაძლო  ინფიცირების მეორე ტალღა, ასევე, ყველა ის სოციალური რისკი, რომელიც წლის ბოლომდე შეიძლება შეგვხვდეს. 

ჩვენ ამ ბიუჯეტის პარამეტრებით შევინარჩუნეთ პენსიების ზრდის გეგმა, რომელიც წლის დასაწყისიდან გვქონდა გამოცხადებული. რა თქმა უნდა წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები იყო აბსოლუტურად სხვა. 

ამ მექანიზმებით პენსიონერებს 70 წელს ზემოთ, პირველი ივლისიდან დამატებით გაეზრდებათ პენსია 30 ლარით და მიაღწევს 250 ლარს. გარდა ამისა, მაღალმთიანეთში მცხოვრებ პირები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და ეს იქნება სამასი ლარი. 

ჩვენ წელს მოვახერხეთ და ჩავდეთ დაზღვევის მექანიზმები, რომელიც გარანტირებულად პენსიონერებს აძლევს შესაძლებლობას პენსია ყოველწლიურად გაეზარდოთ. არცერთ შემთხვევაში, ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის მაჩვენებლის პირობებში თითოეული ჩვენი პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს, 70 წელზე ზემოთ 25 ლარს - ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამ ეტაპზე გარანტირებულად შეუძლია მოქალაქეებს შესთავაზოს. გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ კიდევ უნდა ვიმუშაოთ'' -  განაცხადა გიორგი გახარიამ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი