ახალი ამბების ჟურნალისტები სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვმუშაობთ თავისუფალ გარემოში

10 ივნისი 2020, 18:16 2888 ნახვა

ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლების განცხადება; მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ სხვადასხვა დაინტერესებული პირი ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ ისაუბროს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაზე. თუმცა, მათ სარედაქციო მუშაობაში უკანონო ჩარევის, ჟურნალისტებზე ზეწოლის ან  რომელიმე თემის დაბლოკვის შესახებ რაიმე მტკიცებულება დღემდე არ წარმოუდგენიათ. ჩვენ, ტელევიზიის ახალი ამბების ჟურნალისტები, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვმუშაობთ თავისუფალ გარემოში. საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის შემთხვევაში კი ვიქნებით პირველები, ვინც ამაზე ხმამაღლა ისაუბრებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში