ენერგოომბუდსმენი ბათუმში, „თევზის კაფეში" მომხდარ ინციდენტს შეისწავლის

10 ივნისი 2020, 14:53 1384 ნახვა

ენერგოომბუდსმენი ბათუმში, ”თევზის კაფეში" მომხდარ ინციდენტს შეისწავლის-ინფორმაციას ენერგოომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

"მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ბათუმში, თევზის ბაზრის ტერიტორიაზე არსებულ "თევზის კაფეში" ბუნებრივი გაზის გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია. ენერგოომბუდსმენის აპარატმა ახსნა-განმარტებისთვის უკვე მიმართა შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“, ხოლო დეტალებს ადგილზე მოიკვლევს სამსახურის წარმომადგენელი. მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რამდენად აკმაყოფილებდა შიდა ქსელი არსებულ სტანდარტებს, განახორციელა თუ არა მომსახურე კომპანიამ გეგმიური მონიტორინგი და ხომ არ არსებობდა რაიმე სახის რეკომენდაციები უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით.

შეგახსენებთ, რომ მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვის და ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ახორციელებს კამპანიას ,,გაუფრთხილდი სიცოცხლეს". ეს არის სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება"-აცხადებენ ენერგოომბუდსმენის აპარატში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი