დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში

09 ივნისი 2020, 20:07 2016 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას, ხმაური და „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტი მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილმა, სხდომაზე, უმაღლეს საბჭოსთან შეკრებილი გარემოვაჭრეების შეყვანა მოითხოვა - ოპონენტების პროტესტი, მასკარადის მოწყობის მცდელობად შეაფასა თავად თორნიკე რიჟვაძემ.

დარბაზიდან, დეპუტატ ელგუჯა ბაგრატიონის გასვლის შემდეგ, მისი სავარძელი სწორედ ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ დაიკავა, თუმცა მოგვიანებით სხდომათა დარბაზი მანაც დატოვა და თან გაყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კი, მათი ქმედება, დახრჩობას გადარჩენილი გადამრჩენის ვაჟკაცობის შეშურებად შეაფასა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი