კორონავირუსთან დაკავშირებით შემოღებული რეკომენდაციები გამო, საგამოცდო დღეების რაოდენობა გახანგრძლივდება

09 ივნისი 2020, 16:00 1668 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, რეგულაციების გამო, საგამოცდო დღეების რაოდენობა გახანგრძლივდა.

"იქიდან გამომდინარე, რომ დისტანცირების რეკომენდაციები უნდა დავიცვათ. მოგვიწია, რომ თითოეულ სესიაზე ერთი მესამედით ნაკლები აბიტურიენტი დავუშვათ, შესაბამისად, სესია გვექნება უფრო მეტი, დღეების რაოდენობაც იქნება უფრო გახანგრძლივებული, თუმცა დღეების რაოდენობა ნამდვილად არ ორმაგდება. ერთ კვირაზე ცოტა მეტი ხანგრძლივობის შეიძლება იყოს წინა წლებისგან განსხვავებით. რაც მთავარია, აბიტურიენტებისთვის გამოცდები დაიწყება 6 ივლისს და ივლისშივე დამთავრდება. ვფიქრობ, კარგია, რომ გამოცდები არ გადავა აგვისტოს თვეში“,- განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

სოფიო გორგოძის განცხადებით, გამოცდაზე აბიტურიენტებმა უნდა მოიტანონ ნიღაბი, ისეთი, როგორიც მათ სურთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მათ ეს არ ექნებათ, ისინი ნიღბით უზრუნველყოფილი იქნებიან.

"რაც შეეხება კალამს, ადრეც იყო ეს რეკომენდაცია და ახლა უფრო დაბეჯითებით გვინდა ვთხოვოთ, რომ მოიტანონ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს და გამოყენების შემდეგ დეზინფექციასაც გავაკეთებთ, მაინც სასურველია, რომ გელიანი კალამი, რომლის სპეციფიკაც ჩვენს ვებგვერდზე არის, თან იქონიონ.

რაც შეეხება სხვა ნივთებს, რომლებიც მოაქვთ გამოსაცდელებს, წინა წლებში ჩვენ ვიბარებდით ამ ნივთებს და საკმაოდ ბევრი ნივთი მოაქვთ გამოსაცდელებს, ვინაიდან რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად იყოს შეზღუდული ასეთი ნივთების ჩაბარება, ჩვენ გვინდა, მათ დაბეჯითებით ვთხოვოთ, რომ რამდენადაც შესაძლებელია, ნუ მოიტანენ სხვა ნივთებს, გარდა იმისა, რაც შეუძლიათ, რომ შეიტანონ გამოცდაზე, ეს არის წყალი, პირადი ჰიგიენის ნივთები, კალამი და ნიღაბი“,- განაცხადა სოფო გორგოძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში