ბათუმი ცენტრალის პრეზენტაცია

09 ივნისი 2020, 14:52 4085 ნახვა

თამარის დასახლებაში რკინიგზის სადგურის მიმდებარე  ტერიტორიაზე კომპანია ბათუმის ცენტრალს  საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  2 ახალი კორპუსის მშენებლობა სურს.

მრავალფუნქციური კომპლექსის სამშენებლო პროექტის  საჯარო განხილვა მერიაში მოეწყო. პროექტი 8 ათას 526 კვ.მეტრი მიწის ფართობზე  8 სართულიანი   სასტუმროსა  და 38  სართულიანი აპარტოტელის, მიწისქვეშა პარკინგის, ღია ტერასის, რეკრეაციული ზონისა და ახალი ხიდის მშენებლობას გულისხმობს.  მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი „მუსიკალური ცენტრის“ შენობის სახით, თუმცა  კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ საკითხზე უკვე იმსჯელა.

პროექტი  საკრებულოს კომისიებს  გადაეგზავნება  და შენიშვნების გათვალისწინებით პროექტი საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა დასამტკიცებლად. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი