COVID 19 -ის გავრცელების შეკავების მიზნით გატარებული ღონისძიებები

09 ივნისი 2020, 14:55 1995 ნახვა

28 იანვარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომელიც ვირუსის შეჩერების კუთხით და ჯანდაცვის სექტორთან კოორდინაციით, იღებს გადაწყვეტილებებს.

აჭარაში შეიქმნა რეგიონული შტაბი - 23 მლნ ლარზე მეტის მობიზილება განხორციელდა, საიდანაც 12 მლნ ლარზე მეტი საქონელი და მომსახურების მუხლით მიღებული ეკონომიაა. საერთო მობილიზებული თანხიდან 2,5 მილიონი ადმინისტრაციული ხარჯებიდან დაიზოგა.

7 300 000 ლარი ტურიზმის დეპარტამენტი - (საკარანტინო ზონები) - 9 000 000 ლარი აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო - მოხდა სამედიცინო დაცვის საშუალებების შეძენა), დასრულდა 170 საწოლზე გათვლილი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა. კლინიკაში COVID19-ის ცხელების ცენტრი განთავსდა.

აჭარაში 28 საკარანტინო ზონა შეირჩა. მოხდა სასტუმრო პერსონალის გადამზადება და სერვისების ადაპტირება. საკარანტინე ზონების მომსახურებით რეგიონში დღემდე 8600-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

პროცესში ჩართული პესრონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 100 ათასი ლარით დაფინანსდა.

აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, პირველ ეტაპზე, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახებისთვის 7000 სასურსათო კალათის შესაძენად 367 332 ლარი დაიხარჯა.

მეორე ეტაპზე, მაისში, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 20 000-მდე სასურსათო კალათის შეძენა განხორციელდა. ბენეფიცირთა არეალი გაიზარდა და დაემატა კრიტერიუმები. - აჭარაში კოვიდ-19 ინფიცირების პირველი შემთხვევა 14 მარტს დაფიქსირდა და დღეის მდგომარეობით 72 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 70, გარდაიცვალა 2, 23 მაისს სტაციონარი დატოვა ბოლო 2-მა პაციენტმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი