ლავასოღლის ადვოკატი და ოჯახის წევრები დღეს გენერალურ პროკურორს შეხვდებიან

08 ივნისი 2020, 10:41 1102 ნახვა

13 საათზე ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის  ოჯახის წევრები და ადვოკატი დღეს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდებიან. შეხვედრას გორაძის ადვოკატი და და დაესწრება. გაგრძელდება თუ არა საპროტესტო აქციები და შიმშილობა ბათუმში, აუდიენციის შედეგებზეა დამოკიდებული. გორაძის ოჯახის მთავარი მოთხოვნა, თურქეთში მყოფი ლავასოღლის  პატიმრობიდან გათავისუფლება ან მისი ექსტრადირებაა.

აღნიშნული მოთხოვნით, გორაძის ახლობლები უკვე რამდენიმე დღეა ბათუმის იუსტიციის სახლთან შიმშილობენ. გასულ კვირას აქციაზე პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს. მოგვიანებით, სასამართლომ მათ ჯარიმა შეუფარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი