ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა მგზავრობის საფასური 20 თეთრით თვითნებურად გააძვირეს. ამის შესახებ ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოგიყევით.
მერიის გაფრთხილების მიუხედავად მძღოლებმა მგზავრობა არ გააიაფეს, რის გამოც კომპანია ,,აჭარტრანსრეგულირება“ დაჯარიმდა კიდეც. თვითმმართველობის ამ გადაწყვეტილებას მძღოლების საპროტესტო აქცია მოჰყვა.